ავტორიზაცია

ნაპოლი ოსპინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ნაპოლი ოსპინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
თარიღი 17 ნოე 2021, 18:19

"ნაპოლიმ" გოლკიპერ დავიდ ოსპინას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები მზად არიან კოლუმბიელს 2024 წლამდე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმონ.

როგორც აქამდე დაიწერა, 33 წლის კიპერით "იუვენტუსი" და "ლაციო" ინტერესდებიან. ეს კლუბები ოსპინას მიწვევის ვარიანტს იმ შემთხვევისთვის განიხილავენ, თუ "ნაპოლისთან" ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

მოქმედი კონტრაქტის ვადა გამოცდილ კარის დარაჯს 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ოსპინამ სერია ა-ში "ნაპოლის" ღირსება 10 მატჩში დაიცვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.