ავტორიზაცია

"თუ ეს მოხდება, წავალ", - რა შემთხვევაში დატოვებს ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს?

"თუ ეს მოხდება, წავალ", - რა შემთხვევაში დატოვებს ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს?
თარიღი 18 ნოე 2021, 14:33

ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო გადადგომაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ფლეი ოფში იბრძოლებენ.

– სერბეთთან მარცხის შემდეგ ფერნანდუ გომეშს (პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ავტ.) შესაძლო წასვლაზე ესაუბრეთ?

"არა, ამაზე არც კი მიფიქრია. როცა 2014 წელს გომეშს შევუთანხმდი, ვთქვი, რომ თუ დავალებას ვერ შევასრულებდი, მაშინ იმავე დღეს თავად წავიდოდი, ყოველგვარი საუბრების გარეშე".

"ყველა დავალება შევასრულე. სამჯერ გავედით დიდ ტურნირებზე, მაგრამ ახლა პირდაპირ ვერ მოვხვდით".

"თუმცა, რამდენჯერ ითამაშა პორტუგალიამ ფლეი ოფში? ვერ გავედით ფინალურ ტურნირზე?

– წახვალთ, თუ 2022 წლის მუნდიალის საგზურს ვერ მოიპოვებთ?

"ეს არ მოხდება. მაგრამ თუ მოხდება, წავალ", - ციტირებს სანტუშის სიტყვებს გამოცემა Record-ი.