ავტორიზაცია

მილანში 40 წლის იბრაჰიმოვიჩის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია — იტალიური მედია

მილანში 40 წლის იბრაჰიმოვიჩის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია — იტალიური მედია
თარიღი 18 ნოე 2021, 14:40

"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, წერენ იტალიურ მედიაში.

შვედ სუპერვარსკვლავს "როსონერისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

როგორც Football Italia იტყობინება, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.

ზლატანი ყატარში ნოემბერ-დეკემბერში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აპირებს მონაწილეობის მიღებას.

გავრცელებული ინფორმაციით, შვედ ფორვარდთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, "მილანი" ტეო ერნანდესთან, რაფაელ ლეაუსთან და ისმაელ ბენნასერთან გეგმავს ახალი კონტრაქტების გაფორმებას.

მიმდინარე სეზონში 40 წლის იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.