ავტორიზაცია

რობერტსონი ტრავმირებულია და ლივერპულს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება

რობერტსონი ტრავმირებულია და ლივერპულს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება
თარიღი 18 ნოე 2021, 16:03

"ლივერპულის" შოტლანდიელმა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიასთან (2:0) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, წერს The Times.

მერსისაიდელები იუწყებიან, რომ 27 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ მომდევნო შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.

ასე და ამგვარად, რობერტსონი "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში "არსენალთან" (20 ნოემბერი), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" (24 ნოემბერი) მატჩებში დააკლდება.

2021/22 წლების სეზონში მერსისაიდელთა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.