ავტორიზაცია

ლოსანო: "ნაპოლი კარგი გუნდია, მაგრამ უფრო დიდ კლუბში მსურს თამაში"

ლოსანო: "ნაპოლი კარგი გუნდია, მაგრამ უფრო დიდ კლუბში მსურს თამაში"
თარიღი 18 ნოე 2021, 16:11

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ირვინგ ლოსანომ განაცხადა, რომ ტოპ-კლუბში გადასვლა უნდა.

"ვფიქრობ, კარგ გუნდში ვთამაშობ, რომელიც შიდა ჩემპიონატში კონკურენტუნარიანია, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს".

"ნაპოლიში" თამაშით ძალიან გავიზარდე. სიმართლე ის არის, რომ უფრო დიდ კლუბში მინდა თამაში. თავს საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელად ვთვლი, აშკარა მიზნებით", - ციტირებს ლოსანოს სიტყვებს Goal.

2021/22 წლების სეზონში ლოსანომ ნეაპოლელთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, 26 წლის მექსიკელის სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.