ავტორიზაცია

გრიზმანი ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან გასამართ მატჩს გამოტოვებს

გრიზმანი ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან გასამართ მატჩს გამოტოვებს
თარიღი 18 ნოე 2021, 16:19

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი დისკვალიფიცირებულია და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს.

30 წლის ფრანგი ფეხბურთელი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ლივერპულთან" გამართულ დაპირისპირებაში მიღებული წითელი ბარათის გამო დაისაჯა.

გრიზმანმა ერთი მატჩი უკვე გამოტოვა. ასე და ამგვარად, იგი მადრიდულ გრანდს მე-5 ტურში "როსონერისთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.