ბუნდესლიგა. მე-10 ტურის პრევიუ



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი iveriabet.com წარმოგიდგენთ გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურის პრევიუს. 31 ოქტომბერი, პარასკევი 23:30 საათი. "შალკე" - "აუგსბურგი" "შალკე", რომელმაც გასულ ტურში რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობით პირველად წააგო, საკუთარ მოედანზე ბოლო პერიოდში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება: ბოლოს გუნდმა შინაურ კედლებში ქულები აპრილში ვერ მოიპოვა. "აუგსბურგი" "შალკესთვის" ასევე ძალიან ხელსაყრელი მეტოქეა: ბავარიელების წინააღმდეგ შვიდ მატჩში გელზერკირხენელებს ერთი მატჩიც არ წაუგიათ, საკუთარ მინდორზე კი სამი გამარჯვება მოიპოვეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ამავდროულად, "აუგსბურგი" მიმდინარე სეზონში გერმანიაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ერთი ფრეც არ აქვს ნათამაშები და ბოლო სამი გასვლითი დაპირისპირება წაგებული აქვს. 1 ნოემბერი, შაბათი 18:30 საათი. "მაინცი" - "ვერდერი" ამ კვირაში "ვერდერმა" გერმანიის თასის მატჩი მოიგო, რომელსაც გერმანიაში ბევრმა დამაჯერებელი და ლამაზი გამარჯვება უწოდა. შეიძლება, ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ ბრემენელთა მეტოქე მე-3 ლიგაში მოთამაშე "ჰემნიტცი" გახლდათ, ასე რომ, ვიქტორ სკრიპნიკის გუნდის გამოსწორებაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ადრეა. მაგრამ, "მაინცთან" წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რომელმაც გასულ ტურში პირველი მარცხი იწვნია ბუნდესლიგის ამ სეზონში, სავსებით შესაძლებელია, ასეთი საუბრები ახალი ძალებით დაიწყოს. "05"-ელები საკუთარ მოედანზე "ვერდერთან" საკმაოდ ცუდად თამაშობენ. უკანასკნელ შვიდ მატჩში მაინცელებმა მხოლოდ ერთხელ მოუგეს "მუსიკოსებს". სტუმრებს ახალი მწვრთნელის ფაქტორიც დაეხმარებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე "მაინცი" ნამდვილად უფრო ძლიერია. 18:30 საათი. "ჰანოვერი" - "აინტრახტი" "აინტრახტს" ჰანოვერში 1987 წლის შემდეგ არ მოუგია, ამ დროის განმავლობაში გუნდმა 22 მწვრთნელი გამოიცვალა. "ჰანოვერთან" გამართულ უკანასკნელ ცხრა მატჩში ფრანკფურტელებმა მხოლოდ სამი ქულა მოიპოვეს და ოთხ გოლზე მეტის გატანა ვერ შეძლებს. მაგრამ, ამჟამინდელი "ჰანოვერი" არც თუ ისე ძლიერია. წინა ტურში "დორტმუნდთან" მოგების შემდეგ, კლუბი სენსაციურად დამარცხდა გერმანიის თასზე მეორე ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "აალენთან", ასე რომ, გამორიცხული არაფერია. 18:30 საათი. "შტუტგარტი" - "ვოლფსბურგი" წარუმატებელი სტარტის შემდეგ, "ვოლფსბურგი" ნელ-ნელა ფორმაში შევიდა: ამ ეტაპზე, გუნდი "ბაიერნს" მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება, გერმანიის თასზე კი მეორე ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "ჰაიდენჰაიმს" ანგარიშით 4:1 მოუგო. "შვაბებს" რაც შეეხებათ, ისინი თასიდან ჯერ კიდევ პირველივე რაუნდში გამოვარდნენ, ასე რომ, ამ კვირაში მათ დაისვენეს. "ვოლფსბურგმა" ბოლო ოთხი მატჩი მოიგო, მაგრამ 17 ქულიდან გუნდმა სტუმრად მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. თუმცა, მომავალი მატჩი ამ სტატისტიკის გამოსწორების კარგი შანსია, დიტერ ჰეკინგისთვის კი ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში მე-100 მატჩის მოგების შესაძლებლობა. 18:30 საათი. "ჰამბურგი" - "ბაიერი" ამ კვირაში თასზე ორივე გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. მაგრამ, თუ "ჰამბურგმა" "ბაიერნთან" წააგო, "ბაიერმა" რაუნდი გადალახა, რადგან რეგიონალური ლიგის ბინადარ "მაგდებურგს" პენალტების სერიაში სძლია. ჩემპიონატშიც განსხვავებულად მისდით საქმე ამ კლუბებს: "ბაიერი" მეხუთეზეა, მაგრამ ოთხეულში შესასვლელად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება. "ჰამბურგს" რაც შეეხება, იგი მე-16 ადგილზეა. ბოლო 10 მატჩში "დინოზავრებმა" "ფარმაცევტებს" მხოლოდ ერთხელ მოუგეს. იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჰაკან ჩალხანოღლუმ გაიტანა, რომელიც ამჟამად "ბაიერის" ერთ-ერთი ლიდერია. მომავალი მატჩი, არ არის გამორიცხული, მან გამოტოვოს. უკანასკნელ პერიოდში "ლევერკუზენი" სტუმრად არც თუ ისე წარმატებულად თამაშობს: გასვლაზე ერთადერთი გამარჯვება მან პირველივე ტურში დორტმუნდში მოიპოვა. სწორედ იქ მოიპოვა თავისი ერთადერთი გამარჯვება "ჰამბურგმაც". 21:30 საათი. "ბაიერნი" - "დორტმუნდი" უდავოდ ტურის ცენტრალური მატჩი - ლიდერისა და სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი აუტსაიდერის მატჩი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ამ კვირაში თასზე ორივე გუნდმა საკმაოდ ადვილად მოიგო, რაც, რა თქმა უნდა, "ბორუსიას" თაყვანისმცემლებს ოპტიმიზმი უნდა შეჰმატოს. მათ გუნდს, ამავდროულად, გოლი არ გაუშვია. "ბაიერნისგან" განსხვავებით, რომელიც ჩემპიონატში უკვე 660 წუთია გოლს არ უშვებს! საკუთარ მეოდანზე მიუნხენელები წარმატებულად ნამდვილად ვერ თამაშობენ "დორტმუნდთან": უკანასკნელ რვა მატჩში "რეკორდმაისტერმა" დორტმუნდელებს მხოლოდ ერთხელ მოუგო. ასე რომ, წინ ჩინებული მატჩი გველის. 2 ნოემბერი, კვირა 18:30 საათი. "გლადბახი" - "ჰოფენჰაიმი" სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ეს დაპირისპირება უნდა ყოფილიყო: ორივე გუნდს 17 ქულა აქვს, ჯერ არ წაუგიათ და "ბაიერნს" მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან. "ჰოფენჰაიმთან" გამართულ ბოლო ექვს მატჩში "გლადბახმა" მხოლოდ ერთხელ მოიგო. მაგრამ, ყველა ამ მატჩში ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს. ამ სეზონში "ჰოფენჰაიმი" ჯერჯერობით სტუმრად არ აგებს და მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული. მარკუს გისდოლის გუნდი უფრო მაღალ პოზიციაზე იქნებოდა, რომ არა ბევრი ფრე: ცხრა ტურში მის გუნდს უკვე ხუთი ფრე აქვს ნათამაშები. 20:30 საათი. "კიოლნი" - "ფრაიბურგი" მიმდინარე სეზონში "კიოლნი" დაცვაში საკმაოდ საიმედოა: გუნდს მხოლოდ შვიდი გოლი აქვს გაშვებული, საკუთარი კარი მშრალად კი ხუთ შეხვედრაში შეინახა. მაგრამ, ამავდროულად, "თხებს" ძალიან ცოტა გაავქთ, ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი ცხრილის შუაში არიან მოქცეულები. "ფრაიბურგი" კი ბოლოსწინა ადგილზეა: ამ სეზონში გუნდს ერთი მოგებაც არ აქვს. "ფრაიბურგი" ზედიზედ 12 მატჩია ვერ იგებს, სტუმრად კი მარტის შემდეგ არ მოუგია. ამავდროულად, გასვლაზე გუნდმა მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. 20:30 საათი. "პადერბორნი" - "ჰერტა" "ჰერტა" სტუმრად გამარჯვებას "ფრაიბურგზე" დიდი ხანია ვერ ახერხებს - თებერვლიდან, როცა ბერლინელებმა "შტუტგარტს" სძლიეს. მომავალ ათ გასვლით შეხვედრაში მათ მხოლოდ სამი ქულა აიღეს. ერთი ქულა მიმდინარე სეზონში. ასე რომ, ტურნირის დებიუტანტ "პადერბორნს", რომელსაც საკუთარ კედლებში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, ქულების მოპოვებისა და საკუთარი მიზნისკენ სწრაფვის არც თუ ისე ცუდი შანსი აქვს. მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: iveriabet.com fsonebi preview

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამოსი ზიდანის შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ზინედინ ზიდანის შესაძლო გათავისუფლებაზე ფეხბურთელთა პოზიციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:58

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა მეოთხე ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა მეთხე ხუთეული დაასახელა.

დღეს, 22:44

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა მესამე ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა მესამე ხუთეული დაასახელა.

დღეს, 22:37

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა მეორე ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა მეორე ხუთეული დაასახელა.

დღეს, 22:32

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა პირველი ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა პირველი ხუთეული დაასახელა.

დღეს, 21:56

მოჯიმ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერს მწვერვალზე დააბრუნებს

"იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:48

კვლავ დაგვიანება - დორტმუნდში სანჩოს განაჩენი გამოუტანეს

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო დასაჯა.

დღეს, 21:43

რონალდუ: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს ბურთი არ არის"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკომოტივთან" მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:37

იუვენტუსის ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 21:32

რონალდუ: "აი, რა მაძლევს ვარჯიშისა და მოედანზე გასვლის მოტივაციას"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:54

მერტენსს სერიოზული მსურველი ჰყავს - ბელგიელი ნაპოლიდან წავა?

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს.

დღეს, 20:49

პსჟ მზადაა ერიქსენის გამო ორი ფეხბურთელი გაყიდოს

"პსჟ" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისადმი იჩენენ ინტერესს, წერს გავლენიანი გამოცემა AS.

დღეს, 20:45

მილანი დონარუმას იანვარშივე გაყიდის? - სერიოზული მსურველი გამოჩნდა

ფინანსური პრობლემების გამო, "მილანი" შესაძლოა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას დათანხმდეს.

დღეს, 20:40

ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება - გვარდიოლამ სანეს შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "სიტის" შემტევი, ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 20:32

ევროპული გრანდი, რომელსაც რაიოლამ იბრაჰიმოვიჩი შესთავაზა

არ არის გამორიცხული, "ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნდეს.

დღეს, 19:54

სოლსკიაერმა მორიგი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

დღეს, 19:49

ზღაპრული შეთავაზება სტერლინგს, დეტალები ცნობილია

"სიტი" მზადაა შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

დღეს, 19:45

მოლაპარაკებები გაიმართა - ზიდანის შემცვლელი შერჩეულია

როგორც იწერება, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გათავისუფლების პირასაა.

დღეს, 19:40

სკანდალი ინგლისში - რატომ გაათავისუფლა კლუბმა მწვრთნელი?

ინგლისურმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სკანდალური მიზეზის გამო გაათავისუფლა.

დღეს, 19:35

ჩელსიმ ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსიმ" ოლივიე ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:20

შირერი: "რეშფორდს ერთი პრობლემა აქვს - ის საშუალო დონის გუნდში თამაშობს"

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, ალან შირერმა, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა:

დღეს, 17:15

ეროვნული ლიგა - სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი

ყოველი თვის ბოლოს, GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელსა და გოლს ასახელებს.

დღეს, 17:12

კუმანი ბარსელონაში - შესაძლო გარიგების ახალი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" რონალდ კუმანის სახელი დუაკავშირა.

დღეს, 17:01

მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უელსმა საფრანგეთს დიდი გაჭირვებით 20:19 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 16:57

ლაუტარო ბარსელონაში? ინტერის პოზიცია ცნობილია

Tuttosport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 16:51

როგორ გამოიყურება მსოფლიო რეიტინგი ნახევარფინალური მატჩების წინ?

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე ათეულში ცვლილებები განხორციელდა.

დღეს, 16:43

კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის

Daily Mail-ის ცნობით, ხუან კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის.

დღეს, 16:38

პიანიჩმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, იუვეს ლიდერია

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისი აზრით, გუნდის ლიდერია:

დღეს, 16:28

უოსპსმა და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

პრემიერშიპის პირველ ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუბრუნდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:29 დამარცხდა.

დღეს, 16:23

ვალვერდეს კონტრაქტი 2020 წელს ავტომატურად გახანგრძლივდება?

Mundo Deportivo-მ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტის თაობაზე საინტერესო დეტალი გაავრცელა.

დღეს, 16:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10