ავტორიზაცია

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის არსებულმა გაურკვევლობამ მორატას ტრანსფერში მესამე კლუბი ჩართო

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის არსებულმა გაურკვევლობამ მორატას ტრანსფერში მესამე კლუბი ჩართო
თარიღი 18 ნოე 2021, 23:51

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ცდილობს ალვარო მორატას შენარჩუნებას, უფრო სწორად კი მადრიდის "ატლეტიკოდან" საბოლოოდ გამოსყიდვას.

"როხიბლანკომ" ამისთვის უნდა მიიღოს 35 მილიონი ევრო, რაც "ბებერი ქალბატონისთვის" მიუღებელია. დიახ, "ბიანკონერი" ამ შემთხვევაში ესპანელის თაობაზე ფასის დაგდებას ცდილობს.

ამის გარდა, "იუვენტუსის" თავდამსხმელის გამოსყიდვას შესაძლოა უესტონ მაკენი შეეწიროს. ტურინელები თავიანთი ცხრიანის ტრანსფერში სწორედ ამერიკელის ჩართვას გეგმავენ.

სანამ "ბებერი ქალბატონი" ევაჭრება "ინდიელებს", "ტოტენჰემის" სახით 29-წლის ფორვარდს პრემიერ ლიგაში ერთი მსურველი უკვე გამოუჩნდა. "ბიანკონერისგან" განსხვავებით, ლონდონელებს "ატლეტიკოს" დასახელებული ფასი აწყობთ.