ავტორიზაცია

"ყოველდღიურად ვფიქრობ", - დიბალამ თავისი კარიერის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დაასახელა

"ყოველდღიურად ვფიქრობ", - დიბალამ თავისი კარიერის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დაასახელა
თარიღი 19 ნოე 2021, 10:18

„იუვენტუსის“ და არგენტინის ნაკრების შემტევმა, პაულო დიბალამ, კარიერულ მიზნებზე ისაუბრა.

„მე ყოველთვის მომავალში ვიყურები და ვფიქრობ მიზნებზე, რომელთა მიღწევაც მინდა. მსურს, „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო და გავიზარდო როგორც პიროვნება და როგორც მამაკაცი.

სხვა ბევრი მიზანიც მაქვს, როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ქვეყნის მაისურით თაამში მიყვარს. ეს თავს სამშობლოსთან უფრო ახლოს მაგრძნობინებს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვოცნებობ, ასევე ვისურვებდი ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც.

ყოველდღიურად ვმუშაობ ამ შედეგების მისაღწევად.“ - ციტირებს დიბალას სიტყვებს Football Italia.

27 წლის არგენტინელი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან ასპარეზობს, მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ამ ეტაპზე, მხარეები გახანგრძლივებაზე ლაპარაკობენ.