ავტორიზაცია

"იქამდე ავკრძალე, სანამ თვალში მომხვდებოდა", - სტივენ ჯერარდმა ასტონ ვილაში მკაცრად დაიწყო

"იქამდე ავკრძალე, სანამ თვალში მომხვდებოდა", - სტივენ ჯერარდმა ასტონ ვილაში მკაცრად დაიწყო
თარიღი 19 Nov 2021, 10:41

ინგლისური „ასტონ ვილას“ ახალმა მწვრთნელმა, ფეხბურთელების რაციონში დაწესებულ აკრძალვებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია რომ შემადგენლობა გავაანალიზოთ. განვვითარდებით და უკეთესები გავხდებით. ვიქნებით გუნდი, რომელიც ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს. დრო გვიჩვენებს, როდის შევძლებთ ამ სათამაშო მოდელზე სრულად გადასვლას.

კეტჩუპი? მე ის იქამდე აკვრძალე, სანამ თვალში მომხვდებოდა. ფეხბურთელებს სწორი მენტალიტეტი უნდა ჰქონდეთ, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ დისციპლინა დაიცვან.

მოთამაშეები უნდა ცდილობდნენ, რომ საუკეთესოები გახდნენ.“ - ციტირებს სტივი ჯის სიტყვებს Daily Mail.

„ასტონ ვილამ“ 11 მატჩში 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.