ავტორიზაცია

"ყველა ტურნირის ფინალში მქონდა ნათამაშები, ეს კაცი კი მეუბნებოდა პასი სად გავაკეთო", - ფაბრეგასი კონტეზე

"ყველა ტურნირის ფინალში მქონდა ნათამაშები, ეს კაცი კი მეუბნებოდა პასი სად გავაკეთო", - ფაბრეგასი კონტეზე
თარიღი 19 ნოე 2021, 10:48

„მონაკოს“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, ანტონიო კონტესთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

ისინი ერთად ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდნენ.

„მგონი პირველად ვნახე ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. მეგონა, რომ სკოლაში წავედი მეორედ. მართლა, ის ყველა მომენტს ხსნის, დაწყებული მეკარის მიერ ბურთის თამაშში შეყვანიდან. ხსნის ყველა ნაბიჯს, აბსოლუტუარად ყველას.

შეიძლება, მისი პრინციპები ჩემსაგან ცოტა განსხვავდებოდა და თავიდან ცოტა მიჭირდა. ბევრი სირბილი, მაღალი ინტენსივობა, ხანგრძლივი ვარჯიშები, ორ-ორი ვარჯიში დღეში და მუშაობა დარბაზში.

მე ყოველთვის ჩემ ნიჭს ვეყრდნობოდი, ბურთს ვგზავნიდი იქ, სადაც მეჩვენებოდა, რომ ყველაზე სახიფათო იქნებოდა. გვარდიოლას მსგავს მწვრთნელებთან ვმუშაობდი, რომლებიც პოზიციურ თამაშზე აკეთებდნენ ფსონს, მაგრამ თავისუფლად თამაშის საშუალებას მაძლევდნენ. კონტეს დროს, არანაირი თავისუფლება არ ყოფილა. ის თავად მეუბნებოდა, პასი სად უნდა გამეკეთებინა.

მაშინ 29 წლის ვიყავი, 13-წლიანი კარიერის სტაჟით, ყველა შესაძლო ტურნირის ფინალში მქონდა ნათამაშები, ბევრი რამ მოვიგე, ეს კაცი კი მეუბნებოდა, პასები სად უნდა გამეკეთებინა! ეს ყველაფერი იდეალურ მექანიზმს ჰგავს. არანაირი თავისუფლება, სამაგიეროდ ყველას კარგად ესმოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ეს ძალიან დამეხმარა.“ - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს CBS Sports.