ავტორიზაცია

კოვაჩი: "ლიგა 1 ევროპის მეორე ჩემპიონატი იქნებოდა, ფეხბურთელები რომ შეინარჩუნოს"

კოვაჩი: "ლიგა 1 ევროპის მეორე ჩემპიონატი იქნებოდა, ფეხბურთელები რომ შეინარჩუნოს"
თარიღი 19 ნოე 2021, 14:58

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა საფრანგეთის ჩემპიონატის დონის შესახებ ისაუბრა.

"ყველა ამბობს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპის საუკეთესო ხუთეულში შედის. ჩემთვის ეს აშკარაა. ცოტა ჩრდილშია, მაგრამ ასე არ უნდა იყოს".

"ლიგა 1-ში შესანიშნავი ფიზიკური მომზადებაა, ფეხბურთელები სწრაფები არიან და კარგები ტექნიკის თვალსაზრისით. ეს ლიგა ბევრ ახალგაზრდა ტალანტს კარგავს, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ყოველთვის ჩნდებიან ახლები".

"გერმანიიდან ჩემი კოლეგები უამრავ კითხვას მისვამენ ლიგა 1-სა და ფეხბურთელებზე, რომლებისთვისაც თვალყურის მიდევნება ღირს. ყველა ჩვენი ფეხბურთელის შენარჩუნება რომ შევძლოთ, ლიგა 1 მხოლოდ საუკეთესო ხუთეულში კი არა, არამედ ევროპის მეორე ლიგა იქნებოდა".

"ფრანგულ კლუბებს ფეხბურთელების გაყიდვა უწევს. მათი შენარჩუნება რომ შეძლონ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა იქნებოდა", - ციტირებს კოვაჩის სიტყვებს GFFN.