ავტორიზაცია

რანიერი: "მომეცით რონალდუ, ჩემთვის ის პრობლემა არ იქნება, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"

რანიერი: "მომეცით რონალდუ, ჩემთვის ის პრობლემა არ იქნება, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"
თარიღი 19 ნოე 2021, 17:47

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი მატჩის წინ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფეხბურთს ეხმარება. ვფიქრობ, ბევრი ახალგაზრდა უყურებს კრიშტიანუსა და სხვა მოთამაშეებს, რომლებიც საუკეთესოთა შორის შედიან. ეს ფეხბურთს უფრო მიმზიდველს ხდის".

– ზოგი რონალდუს პრობლემას უწოდებს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

"არა, არა, არა. მომეცით კრიშტიანუ რონალდუ, გთხოვთ. მომეცით (იცინის). ჩემთვის ის პრობლემა არ იქნება. ყველა საჭირო წუთის მოედანზე გატარების საშუალებას მივცემ", - ციტირებს რანიერის სიტყვებს Sky Sports.

მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.

შეგახსენებთ, "უოტფორდისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება შაბათს, 20 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.