ავტორიზაცია

რემსი იანვარში შესაძლოა არსენალში დაბრუნდეს

რემსი იანვარში შესაძლოა არსენალში დაბრუნდეს
თარიღი 19 ნოე 2021, 19:58

"იუვენტუსის" ნახევარმცველი, აარონ რემსი შესაძლოა "არსენალში" დაბრუნდეს.

როგორც ჟურნალისტი, ანდრეა კორსუნდი იტყობინება, არ არის გამორიცხული, ლონდონურმა კლუბმა 30 წლის უელსელი იანვარში იჯარით დაიმატონ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფეხბურთელს ტურინელებთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. აარონმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ამიტომაც ტურინელებს მასთან განშორება სურთ.

2021/22 წლების სეზონში რემსიმ "იუვეს" მაისურით 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს.