ავტორიზაცია

იუვენტუსი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირის დამატების მთავარი პრეტენდენტია

იუვენტუსი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირის დამატების მთავარი პრეტენდენტია
თარიღი 19 ნოე 2021, 20:02

"იუვენტუსს" "რივერ პლეიტის" თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენა უნდა, წერს Corriere dello Sport.

გავრცელებული ინფორმციით, არგენტინული კლუბი 21 წლის შემტევის ზამთარში 20 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდა. 

ახლა "რივერი" შემოთავაზებებს შეისწავლის. ფავორიტი "იუვენტუსია". "ბებერი ქალბატონი" მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს და მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ალვარესმა "რივერის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. იგი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია