ავტორიზაცია

ტეო ერნანდესი მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ხელფასი საგრძნობლად გაეზრდება

ტეო ერნანდესი მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ხელფასი საგრძნობლად გაეზრდება
თარიღი 19 ნოე 2021, 20:05

"მილანის" მცველი, ტეო ერნანდესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს წარმატებით ასრულებს, წერს ინსაიდერი, ნიკოლო სკირა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 24 წლის ფრანგს "როსონერისთან" 2024 წლამდე აკავშირებს.

იტალიელებმა ფეხბურთელს თანამშრომლობის 2026 წლის ივნისამდე გაგრძელება შესთავაზეს. "როსონერი" მას წლიურ ხელფასს 1,5 მილიონიდან 4,5 მილიონ ევრომდე გაუზრდიან. მხარეები ახალი გარიგების გაფორმებასთან ახლოს არიან.

მიმდინარე სეზონში ტეომ ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.