ავტორიზაცია

პსჟ-მ მილანის ნახევარმცველის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა

პსჟ-მ მილანის ნახევარმცველის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა
თარიღი 19 ნოე 2021, 20:08

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ "მილანის" ნახევარმცველ ფრანკ კესიეს აგენტთან მოლაპარაკებები გამართა, წერს ინსაიდერი, ნიკოლო სკირა.

"როსონერისთან" კოტდ'ივუარელს მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ. მილანელები მზად არიან იგი იანვარში გაყიდონ.

კესიეს, რომელიც ამჟამად წლიურად 2,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, 9 მილიონის მიღება უნდა. "მილანი" კი 6 მილიონზეა თანახმა.

24 წლის აფრიკელმა მიმდინარე სეზონში "როსონერის" მაისურით 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.