ავტორიზაცია

ჩელსისა და მანჩესტერს ლესტერის მცველი სურთ, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია

ჩელსისა და მანჩესტერს ლესტერის მცველი სურთ, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია
თარიღი 19 ნოე 2021, 20:11

"ლესტერის" მცველმა, უესლი ფოფანამ კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს Foot Mercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფრანგისთვის "ჩელსი" იბრძვის. გარდა ამისა, მისი დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული.

2020/21 წლების სეზონში ფოფანამ "მელიების" რიგებში 42 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

20 წლის ფრანგი მიმდინარე სეზონში მოედანზე ჯერ არ გასულა, რადგან წვივის ტრავმა აქვს და აღდგენით პროცესებს გადის.