ავტორიზაცია

ზიეჩს დორტმუნდის შემდეგ თვალი ბარსელონამაც დაადგა

ზიეჩს დორტმუნდის შემდეგ თვალი ბარსელონამაც დაადგა
თარიღი 19 ნოე 2021, 20:15

"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს, წერს Metro.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მაროკოელით "ბარსელონა" დაინტერესდა, რომელიც მზად არის მისთვის ბრძოლაში "დორტმუნდს" კონკურენცია გაუწიოს.

მიმდინარე სეზონში ზიეჩმა "არისტოკრატთა" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ჩელსის" ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 38 მილიონ ევროს შეადგენს.