ავტორიზაცია

ბარსელონა და რეალი აიაქსის მარჯვენა მცველით ინტერესდებიან

ბარსელონა და რეალი აიაქსის მარჯვენა მცველით ინტერესდებიან
თარიღი 19 ნოე 2021, 20:22

"ბარსელონა" და "რეალი" "აიაქსის" მარჯვენა მცველით, ნუსაირ მაზრაუით ინტერესდებიან, წერს Sport.es.

24 წლის ფეხბურთელს ამსტერდამულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 18 მილიონ ევროს შეადგენს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოელ-ჰოლანდიელ უკანახაზელს "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ლიდსი" და "ბრაიტონიც" აკვირდებიან.

2021/22 წლების სეზონში მაზრაუიმ "აიაქსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა.