ბარსელონა და რეალი აიაქსის მარჯვენა მცველით ინტერესდებიან
"ბარსელონა" და "რეალი" "აიაქსის" მარჯვენა მცველით, ნუსაირ მაზრაუით ინტერესდებიან, წერს Sport.es.
24 წლის ფეხბურთელს ამსტერდამულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 18 მილიონ ევროს შეადგენს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოელ-ჰოლანდიელ უკანახაზელს "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ლიდსი" და "ბრაიტონიც" აკვირდებიან.
2021/22 წლების სეზონში მაზრაუიმ "აიაქსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა.