ავტორიზაცია

მილანიდან წასვლა გადაწყვეტილია? - კესიესთვის ბრძოლაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა

მილანიდან წასვლა გადაწყვეტილია? - კესიესთვის ბრძოლაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 19 ნოე 2021, 23:48

"მილანის" ნახევარმცველმა, ფრანკ კესიემ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

კოტდ'ივუარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს "როსონერისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პრობლემებია.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS იტყობინება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან 24 წლის ნახევარმცველი მაღალ ხელფასს ითხოვს, სიტუაციას კი ყურადღებით აკვირდება "რეალი".

თუმცა, გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ მადრიდულ გრანდს კესიესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "პარი სენ ჟერმენი". "მილანის" ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.