ავტორიზაცია

ბაიერნი ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩაერთვება? ყველაფერი ლევანდოვსკიზეა დამოკიდებული

ბაიერნი ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩაერთვება? ყველაფერი ლევანდოვსკიზეა დამოკიდებული
თარიღი 20 ნოე 2021, 11:12

"ბაიერნი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენის შესაძლებლობას ერთი შემთხვევისთვის განიხილავს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, მიუნხენური გრანდი ნორვეგიის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ეცდება, თუ ზაფხულში კლუბს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 75 მილიონი ევრო იქნება, 30-40 მილიონს საკომისიოს სახით მისი აგენტი, მინო რაიოლა მოითხოვს.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, გარკვეული საკომისიო ფეხბურთელის მამისთვის, ალფ-ინგე ჰოლანდისთვისაც იქნება გადასახდელი.თავად ერლინგს ახალ კლუბში წლიური ხელფასის სახით არანაკლებ 30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.