ავტორიზაცია

კონკრეტული თანხაც მზადაა — ფრენკი დე იონგს პირველი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

კონკრეტული თანხაც მზადაა — ფრენკი დე იონგს პირველი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 20 ნოე 2021, 17:50

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება El Chiringuito.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, 24 წლის ჰოლანდიელის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ სიტის" სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" მზად არიან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფეხბურთელში დაახლოებით 90 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აქამდე დაიწერა, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა მზად არის დე იონგი გაყიდოს, რადგან ფიქრობს, რომ მის სანაცვლოდ კარგ თანხას გადაიხდიან.

მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელი "ბარსელონაში" ყველაფრით კმაყოფილია და წასვლა არ უნდა. "ბლაუგრანამ" 2019 წელს მის სანაცვლოდ "აიაქსს" 75 მილიონი ევრო გადაუხადა + 11 მლნ კი ბონუსების სახით იქნა გათვალისწინებული.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 შედეგიანი პასი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.