ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ სტუმრად ლესტერი გაანადგურა და კვლავ პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია

თარიღი 20 ნოე 2021, 18:37

ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის ეგიდით, "ლესტერმა" შინაურ კედლებში ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე "ჩელსის" მცველმა, ანტონიო რუდიგერმა გახსნა, რასაც 28-ე წუთზე ნ'გოლო კანტეს ულამაზესი გოლი მოჰყვა.

საბოლოო წერტილი 71-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა დასვა, რომელმაც სხვაობა გამანადგურებელი გახადა და ტომას ტუხელის შეგირდებმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ჩელსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "მელიები" კი 15 ქულით მე-12 პოზიციაზე არიან.