ავტორიზაცია

VIDEO: გაფრინდაშვილი აჭარლებს ღმერთად მოევლინა! ბათუმის დინამომ თელავი დაამარცხა

თარიღი 20 ნოე 2021, 19:49

ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩში ბათუმის დინამომ საკუთარ მოედანზე თელავი მიიღო და 2-0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი მეორე ტაიმის დასკვნით ნაწილში, 73-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა ჯაბა ჯიღაურის საგოლე პასით გაიტანა, ხოლო დუბლი თორნიკე გაფრინდაშვილმა 89-ე წუთზე გაიფორმა.

ამ მოგებით ბათუმის დინამომ 71 ქულა დააგროვა და ასე ახლოს ჩემპიონობასთან არასდროს ყოფილა.

იმ შემთხვევაში, თუ 35-ე ტურში ბათუმის დინამო წყალტუბოში, სამგურალის წინააღმდეგ ქულას აიღებს, არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდება.