BREAKING: სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
კატალონიელი ჟურნალისტი ხერარდ რომერო სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ამის მიზეზი გახდა „ალავესთან“ დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი ეპიზოდი, როდესაც ფეხბურთელს პირველ ტაიმში გულის პრობლემების გამო მოედნის დატოვება მოუწია.
თავიდან იწერებოდა, რომ გამოვლენილი ტახიკარდიის დასამარცხებლად აგუეროს მინიმუმ სამი თვე დასჭირდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები უფრო მძიმე აღმოჩნდა და აგუეროს საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
ზემოთ ხსენებული ჟურნალისტი წერს, რომ აგუერო პრესკონფერენციას მომდევნო კვირაში ჩაატარებს, რომელზეც კარიერის იძულებით დასრულებას ოფიციალურად დაადასტურებს.