ავტორიზაცია

VIDEO: როდემდე მოუთმენენ სოლსკიაერს? მანჩესტერი პრემიერ ლიგის აუთსაიდერთან განადგურდა

თარიღი 20 Nov 2021, 20:58

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ კედლებში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ვიქერეიჯ როუდზე“ გაიმართა და კლაუდიო რანიერის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებს ჯერ კიდევ მე-11 წუთზე შეეძლოთ, როცა ისმაილა სარმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დავიდ დე ხეას ვერ აჯობა.

თუმცა, 28-ზე „უოტფორდმა“ ეს მაინც გააკეთა - ჯოშუა კინგმა „წითელი ეშმაკების“ კარი აიღო. 44-ზე სარმა გამოუყენებელი პენალტის შეცდომა გამოასწორა და გოლი მაინც შეაგდო.

მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ვან დე ბეკმა კრიშტიანუ რონალდუს პასით სხვაობა შეამცირა და „იუნაიტედი“ თამაშში დააბრუნა, თუმცა ყველაფერი 69-ზე გაფუჭდა, როცა ჰარი მაგუაირმა უბრალო ეპიზოდში საქმე გაირთულა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

10-კაციანმა „მანჩესტერმა“ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და დამატებით დროში კიდევ ორი გოლი მიიღო, შედეგადა კი პრემიერ ლიგის აუთსაიდერთან 1:4 განადგურდა.

„უოტფორდმა“ 13 ქულა დააგროვა და მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა, „იუნაიტედმა“ კი ბოლო 5 მატჩში მე-4 მარცხი იწვნია და 17 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.