ავტორიზაცია

VIDEO: სტარტი ასეთი უნდა - სტივენ ჯერარდმა პრემიერ ლიგაში სადებიუტო მატჩი მოიგო

თარიღი 20 ნოე 2021, 21:57

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში „ასტონ ვილას“ სათავეში შედგა სტივენ ჯერარდის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში.

ბირმინგემულმა გუნდმა საკუთარ კედლებში „ბრაიტონს“ უმასპინძლა და მეტოქის კარის აღებას საკმაოდ დიდხანს ვერ ახერხებდა.

84-ე წუთზე ოლივერ უოტკინსმა მოახერხა სტუმართა დაცვითი ბარიერების გარღვევა, 89-ზე კი მინგსმა წერტილი დასვა.

ამრიგად, ჯერარდმა პრემიერ ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში გამარჯვება მოიპოვა!

„ასტონ ვილამ“ 13 ქულა დააგროვა და წაგებათა სერია შეწყვიტა, გუნდი მე-15 ადგილს იკავებს, „ბრაიტონი“ კი 17 ქულით 12-ა.