ავტორიზაცია

ხავიმ თავისი სადებიუტო შეხვედრისთვის ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

ხავიმ თავისი სადებიუტო შეხვედრისთვის ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
თარიღი 20 ნოე 2021, 22:51

ხავიმ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ოფიციალური სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება კატალონიური დერბი, რომელშიც „ბარსელონა“ „ესპანიოლს“ „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს.

ესპანელმა სპეციალისტმა თავისი სადებიუტო მატჩისთვის შემდეგი თერთმეტეული დაასახელა:

ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, ნიკო, გავი, ილიასი, მემფისი.

სხვადასხვა სახის პრობლემებისა და ტრავმების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ სერხიო აგუერო, მარტინ ბრეიტვეიტი, სერჟინიო დესტი, ანსუ ფატი, პედრი და ვაგე.