ავტორიზაცია

VIDEO: ბონუჩის დუბლი პენალტებით - იუვენტუსმა სტუმრად ლაციო დაამარცხა

თარიღი 20 ნოე 2021, 23:09

სერია ა-ს მე-13 ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ლაციო“ დაამარცხა.

შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა, ორივე - თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

ანგარიში იტალიელმა მცველმა 23-ე წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი 84-ზე გაიტანა და მატჩში წერტილი დასვა.

„იუვენტუსმა“ სერია ა-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ქულებით „ლაცის“ გაუთანაბრდა და მე-6 ადგილს იკავებს, რომაელები კი დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან.