ავტორიზაცია

VIDEO: ცივი შხაპი მოძლიერებულ არსენალს - ლივერპულმა ენფილდზე მეთოფეები არ დაინდო

თარიღი 20 ნოე 2021, 23:22

პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ შინ „არსენალი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში „ლივერპულმა“ ერთი გოლი გაიტანა - 39-ე წუთზე სადიო მანემ ტრენტ ალექსანდრ არნოლდის პასით მოახერხა ანგარიშის გახსნა.

52-ე წუთზე ჟოტამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 74-ზე მოჰამედ სალაჰმა მანეს პასით შეაგდო, მატჩში წერტილი კი ტაკუმი მინამინომ დასვა, რომელიც იქამდე მოედანზე 1 წუთით ადრე გამოჩნდა, მეორე ასისტი ანგარიშზე არნოლდმა ჩაიწერა.

„ლივერპულმა“ „არსენალის“ 8-მატჩიანი პრემიერ ლიგის წაუგებელი სერია შეწყვიტა და ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა.

კლოპის გუნდმა 25 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იმყოფება, „არსენალი“ კი 20 ქულით მეხუთეა.