VIDEO: მინიმალური გამარჯვება ბოლო წუთებზე! ატლეტიკომ ვანდაზე ოსასუნა გატეხა
ლა ლიგის მე-14 ტურში „ატლეტიკომ“ შინ „ოსასუნა“ გაჭირვებით დაამარცხა.
შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მატჩის 87-ე წუთზე მცველმა ფელიპემ იანიკ კარასკოს პასით შეაგდო.
„ატლეტიკომ“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, „ოსასუნა“ კი 19 ქულით მე-8 ადგილზეა.