ავტორიზაცია

VIDEO: სასწაული მატჩი, გოლების წვიმა ფლორენციაში - იბრას დუბლმა მილანი წაგებისგან ვერ იხსნა

თარიღი 21 ნოე 2021, 01:50

სერია ა-ს მე-13 ტურში „ფიორენტინამ“ შინ „მილანი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

მატჩი ძალიან დრამატული და უხვგოლიანი გამოვიდა - ფლორენციელები 3:0 იგებდნენ, თუმცა შემდეგ „მილანმა“ იბრას მიერ 5 წუთში შესრულებული დუბლით მოახერხა თამაშში დაბრუნება და 67-ე წუთზე ანგარიში უკვე 3:2 იყო.

86-ზე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა  დუბლი მიითვალა და „მილანს“ საბოლოო განაჩენი გამოუტანა. ერთადერთი რაც პიოლის გუნდმა მოახერხა - 90+6 წუთზე გატანილი გოლია, რომელიც ვენუტის ავტოგოლად ჩაითვალა.

„მილანმა“ სეზონის პირველი მარცხი იწვნია და 32 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა, „ფიორენტინა“ კი 21 ქულით მე-6 პოზიციაზე გადავიდა.