ავტორიზაცია

VIDEO: წარმატებული სტარტი - ხავის სადებიუტო მატჩში ბარსელონამ კატალონიური დერბი მოიგო

თარიღი 21 ნოე 2021, 01:58

ლა ლიგის მე-14 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „ესპანიოლი“ დაამარცხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

საინტერესოა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „ესპანიოლი“ ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს რამდენჯერმე იყო, თუმცა „ბარსელონამ“ მატჩი მაინც მშრალად ჩაამთავრა.

ამრიგად, ხავიმ „ბარსელონას“ სათავეში თავისი სადებიუტო მატჩი წარმატებით ჩაამთავრა, კატალონიური დერბი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა 20 ქულით, „ესპანიოლი“ კი 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა.