ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე-გუნარ სოლსკიაერი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე-გუნარ სოლსკიაერი თანამდებობიდან გაათავისუფლა
თარიღი 21 Nov 2021, 10:05

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

„წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ ნორვეგიელს ამ სეზონში ბევრი წარუმატებლობა მოუთმინა, თუმცა გადამწყვეტი „უოტფორდთან“ სტუმრად 1:4 წაგებული მატჩი გამოდგა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „იუნაიტედს“ ოფიციალური დასტური უკვე მზად აქვს, ოლეს გაშვება გუნდის მფლობელმა ჯოელ გლეიზერმაც დაამტკიცა და შეგვიძლია, ნორვეგიელი სპეციალისტი „მანჩესტერის“ მწვრთნელად აღარ მოვიაზროთ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „მანიუს“ ახალი მთავარი მწვრთნელი, თუმცა თუ სიტუაცია უახლოეს საათებში არ გადაწყდება, გუნდის დროებითი მწვრთნელის თანამდებობას ან მაიკლ კერიკი, ან დარენ ფლეტჩერი დაიკავებენ - ორივე „იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელია, კერიკი კი ოლეს თანამშემწეს თანამდებობასაც იკავებდა. 

ოლე-გუნარ სოლსკიაერმა „მანჩესტერ იუნაიტედი" 2018 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.