ავტორიზაცია

"ბარსას წინ ბევრი სამუშაო აქვს, უკეთესად ვითამაშებთ და შევუტევთ", - ხავიმ სადებიუტო მატჩი შეაფასა

"ბარსას წინ ბევრი სამუშაო აქვს, უკეთესად ვითამაშებთ და შევუტევთ", - ხავიმ სადებიუტო მატჩი შეაფასა
თარიღი 21 ნოე 2021, 12:39

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ლა ლიგის მე-14 ტურში "ესპანიოლთან" (1:0) გამართული თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა.

"ბედნიერი ვარ. შეიძლება ითქვას, გაგვიჭირდა, მაგრამ ადვილი გამარჯვებები არ არსებობს. უნდა მოვუმატოთ. ცხადია, გულშემატკივართა ენთუზიაზმი გადამდები იყო და გუნდმა მაქსიმუმი გაიღო".

"უკეთესად ვითამაშებთ, უკეთესად შევუტევთ. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ავიღეთ. პირველ ტაიმში დროდადრო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მომენტებში არ გვესმოდა, როგორ უნდა გვემოქმედა მაშინ, როცა ღია სივრცეები ჩნდებოდა. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს".

"როცა გამარჯვებით იწყებ, ყველაფერი უფრო მარტივდება", - ციტირებს 41 წლის ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს MARCA.

შეგახსენებთ, ხავი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლის თანამდებობაზე ოფიციალურად 8 ნოემბერს დაინიშნა.