ავტორიზაცია

ლინგარდს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება უნდა და უკვე სასურველი კლუბიც შეარჩია

ლინგარდს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება უნდა და უკვე სასურველი კლუბიც შეარჩია
თარიღი 21 ნოე 2021, 16:04

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი მანიკუნიანელთა რიგების დატოვებას და "ვესტ ჰემში" დაბრუნებას აპირებს.

ლონდონელები 28 წლის ინგლისელს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

"ემიუ" ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება. ასე რომ, "ეშმაკუნები" მზად არიან იგი იანვარში 10 მილიონ ფუნტად გაყიდონ.

მიმდინარე სეზონში ლინგარდმა ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. საერთო ჯამში, ჯესიმ მინდორზე 154 წუთი გაატარა.