ავტორიზაცია

ელ ნენიმ კარიერა შესაძლოა გალათასარაიში გააგრძელოს

ელ ნენიმ კარიერა შესაძლოა გალათასარაიში გააგრძელოს
თარიღი 21 ნოე 2021, 16:10

"არსენალის" ნახევარმცველი, მოჰამედ ელ ნენი შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში ვიხილოთ, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ეგვიპტელისთვის "გალათასარაი" იბრძვის. პირადად სტამბულელთა მთავარ მწვრთნელს, ფათიჰ თერიმს სურს მისი თავისი გუნდის რიგებში ხილვა.

აღსანიშნავია, რომ "გალათასარაი" ელ ნენის ხელში ჩაგდებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა.

მიმდინარე სეზონში "მეთოფეთა" ნახევარმცველმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.