ინტერი, ლაციო და ფიორენტინა აინტრახტის გარემარბით ინტერესდებიან
ფრანკფურტის "აინტრახტის" გარემარბმა, ფილიპ კოსტიჩმა კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ცნობით, 29 წლის სერბმა აგენტი შეიცვალა და საკუთარი ძალების სერია ა-ში მოსინჯვა სურს.
როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ინტერი", "ლაციო" და "ფიორენტინა" არიან დაინტერესებულები.
2021/22 წლების სეზონში კოსტიჩმა "აინტრახტის" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.