არსენალი მზად არის ლაკაზეტს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს
"არსენალმა" შესაძლოა თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, წერს The Athletic.
გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" მზად არიან 30 წლის ფრანგს 2023 წლის ივნისამდე გათვლილი ხელშეკრულება შესთავაზონ.
2021/22 წლების სეზონში ლაკაზეტმა ყველა ტურნირზე ერთად ლონდონური კლუბის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა "არსენალის" ფორვარდს 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.