ავტორიზაცია

ტოლისოს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს

ტოლისოს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 21 ნოე 2021, 16:19

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, კორანტენ ტოლისომ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Kicker.

გავრცელებული ინფორმაცით, 27 წლის ფრანგისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის. თუმცა, ლონდონელებს კონკურენციის გაწევა "ინტერისთვის" მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში ტოლისომ "რეკორდმაისტერის" რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბაიერნის" ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 15 მილიონ ევროს შეადგენს.