ავტორიზაცია

კარიმ ადეიემის აგენტი პარი სენ ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდა

კარიმ ადეიემის აგენტი პარი სენ ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი 21 ნოე 2021, 16:23

"ზალცბურგის" თავდამსხმელის, კარიმ ადეიემის აგენტი "პსჟ"-ს წარმომადგენლებს შეხვდა, წერს Sport1.

პარიზული კლუბი 19 წლის გერმანელის დამატების ერთ-ერთი პრეტენდენტია. ფეხბურთელის ხელში ჩაგდებით "ლივერპული" და "ბარსელონაც" ინტერესდებიან.

2021/22 წლების სეზონში ადეიემიმ "ზალცბურგის" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფორვარდის სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.