ავტორიზაცია

სპორტინგმა ანტონიო ადანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

სპორტინგმა ანტონიო ადანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
თარიღი 21 ნოე 2021, 16:45

"სპორტინგმა" გოლკიპერ ანტონიო ადანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 34 წლის ესპანელი ლისაბონში 2024 წლის ივნისის ბოლომდე დარჩება.

ადანი "სპორტინგში" 2020 წლის აგვისტოდან ირიცხება. ამ სეზონში მან 16 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 8-ჯერ შეინახა.