ავტორიზაცია

ნიუკასლი ვიტსელს იუვენტუსზე მაღალ ხელფასს სთავაზობს

ნიუკასლი ვიტსელს იუვენტუსზე მაღალ ხელფასს სთავაზობს
თარიღი 21 ნოე 2021, 16:50

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდის" ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი შეიძლება "ნიუკასლში" გადავიდეს.

როგორც გერმანულ პრესაში იწერება, "კაჭკაჭების" წარმომადგენლები ბორუსიელებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზად არის 32 წლის ბელგიელს წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო უხადოს.

ვიტსელით ტურინის "იუვენტუსიცაა" დაინტერესებული, მაგრამ იტალიელები მხოლოდ 7 მილიონს სთავაზობენ.

მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.