ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა სტუმრად გრანადა გაანადგურა და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა

თარიღი 21 ნოე 2021, 21:05

ესპანური ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „გრანადა“ დაამარცხა.

სტადიონ „ლოს კარმენესზე“ გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

„რეალის“ რიგებში გოლები ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა - მარკო ასენსიომ, ნაჩომ, ვინისიუსმა და ფერლან მენდიმ. 

„გრანადას“ რიგებში თავი კოლუმბიელმა ლუის სუარესმა გამოიჩინა, როცა 0:2-ზე მატჩში ინტრიგა რიკოშეტის დახმარებით დააბრუნა.

67-ე წუთზე გრანადელები მონჩუს გაძევების გამო 10 კაცით დარჩნენ, რამაც მატჩის ინტრიგა ჯერ კიდევ 1:3-ს დროს გადაწყვიტა.

„რეალმა“ 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა, „გრანადა“ კი 11 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

მიმოხილვა იტვირთება.