ავტორიზაცია

სოლსკიაერი: "მართლა იმედი მაქვს, რომ გუნდს იმაზე კარგ მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მაშინ იყო, როცა მოვედი"

სოლსკიაერი: "მართლა იმედი მაქვს, რომ გუნდს იმაზე კარგ მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მაშინ იყო, როცა მოვედი"
თარიღი 21 Nov 2021, 21:57

ოლე გუნარ სოლსკიაერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს გამოსამშვიდობებელი ინტერვიუ მისცა. 

დღეს ბევრი ადამიანისთვის სამწუხარო დღეა, რომლებიც თქვენით აღფრთოვანებულები არიან. თქვენ გადაწყვიტეთ გესაუბრათ.

თქვენც იცით, რას ნიშნავს ჩემთვის ეს კლუბი და რის მიღწევა მინდოდა აქ. კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის, პერსონალისთვის... მინდოდა, რომ შემდეგი ნაბიჯიც გადაგვედგა - ჩემპიონობისთვის გვებრძოლა, ტიტულები მოგვეგო.

არ მინდა ყველაფერზე პასუხის გაცემა. ჟურნალისტები ინტერვიუს მიცემას მთხოვენ, მაგრამ არა, არანაირი ინტერვიუს ჩაწერას არ ვაპირებ.

მე ძირითადი კარიდან ვტოვებ გუნდს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველამ იცის, რომ ამ კლუბისთვის თავი არ დავზოგე. ეს გუნდი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიე და დროა, გვერდით გადავდგე.

გუნდს თითქმის სამი წელი წვრთნიდით. ამაყობთ, როცა უკან იყურებით?

ძალიან, ძალიან ვამაყობ. ეს ერთ-ერთი ისეთი რაღაც არის, რაზეც ცხოვრებაში ოცნებობ. თავიდან ფეხბურთელი ვიყავი, შემდეგი სარეზერვო გუნდის მწვრთნელი და ასეთ დროს, შენი ერთადერთი ოცნება და მიზანი - ძირითადი გუნდის მართვაა. რასაც მივაღწიე.

ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა პირველიდან ბოლო წუთამდე, ამიტომ მინდა ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ იქამდე, სანამ გუნდს ვედექი სათავეში, ისინი საუკეთესოებად იქცნენ. ვიღაც მოვიდა, ვიღაც წავიდა, მაგრამ ყველასთან მუშაობა სასიამოვნო იყო.

მინდა, კლუბის მფლობელემს მადლობა გადავუხადო მოცემული შანსისთვის და მართლა იმედი მაქვს, რომ კლუბს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მაშინ იყო, როცა მოვედი.

კარგი მეგობრები გავიჩინე, აღვადგინე ურთიერთობა დიდებულ ძველ ნაცნობებთან. მოვიდნენ ახალი თანამშრომლები, რომლებსაც ასევე დავუმეგობრდი.“ - აღნიშნა სოლსკიაერმა.