ავტორიზაცია

VIDEO: კონტეს სადებიუტო საშინაო მატჩი ტოტენჰემმა ლიდსს დაუქამბექა

თარიღი 21 ნოე 2021, 22:32

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში „ტოტენჰემმა“ შინ „ლიდსი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთ აგამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი „ლიდსმა“ 1:0 მოიგო, თუმცა მეორეში მასპინძლებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და მატჩი მოიგეს - 58-ე წუთზე თავი ჰოიბიერგმა გამოიჩინა, 69-ზე კი სერხიო რეგილონმა.

კონტესთვის ეს პირველი საშინაო მატჩი იყო „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში და გუნდმა მისი მოგება მოახერხა.

„ტოტენჰემმა“ 19 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, „ლიდსი“ კი 11 ქულით 17-ა.