ავტორიზაცია

VIDEO: შესანიშნავი მატჩი ჯუზეპე მეაცაზე - ინტერმა ნაპოლის სეზონის პირველი მარცხი აგემა

თარიღი 21 ნოე 2021, 23:08

იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ინტერმა“ შინ „ნაპოლი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე ზიელინსკიმ გახსნა და „ნაპოლი“ დააწინაურა, თუმცა ტაიმის ბოლომდე „ინტერმა“ ორი გოლის გატანა და პირველი ნახევრის მოგება მოახერხა - 25-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ პენალტი გაიტანა, 44-ზე კი პერიშიჩმა „ნერაძური“ წინ გაიყვანა.

61-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმაც მოახერხა თავის გამოჩენა და „ინტერის“ უპირატესობა უკვე ორამდე გაიზარდა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში სპალეტის გუნდმა მოახერხა - 78-ე წუთზე დრის მერტენსის გოლია, რომელმაც „ნაპოლი“ სეზონის პირველი მარცხისგან ვერ იხსნა.

ამრიგად, „ნაპოლის“ ანგარიშზე 32 ქულა დარჩა და გუნდი „მილანთან“ ერთად ცხრილს ლიდერობს, „ინტერმა“ კი 28 ქულა დააგროვა და ლიდერებთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.