ავტორიზაცია

VIDEO: ჟოზე მოურინიოს რომამ ანდრეი შევჩენკოს დებიუტი ჩაუშხამა

თარიღი 22 ნოე 2021, 01:40

სერია ა-ს მე-13 ტურში ჟოზე მოურინიოს „რომამ“ ანდრეი შევჩენკოს „ჯენოაში“ დებიუტი ჩაუშხამა. 

სტადიო „ლუიჯი ფერარისზე“ გამართული მატჩი სტუმრებმა 2:0, აფენა-გიანის 82-ე და 90+4 წუთზე გატანილი გოლებით მოიგეს. ფეხბურთელი მოედანზე 75-ე წუთზე გამოვიდა და გამარჯვების დუბლი შეაგდო.

„რომამ“ 2-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 22 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, „ჯენოა“ კი 9 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება.